27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება, რაც ხელს უშლის ექიმებს - მიაწოდონ შესაბამისი მომსახურება" - არჩილ თალაკვაძე

"ქართულ ოცნებაში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავენ. დეპუტატების თქმით, ოპონენტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებენ და მიზანმიმართულ კამპანიას მიმართავენ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზირება ხდება, რაც ხელს უშლის ექიმებს, რომ მას მიაწოდონ სამედიცინო მომსახურება.

"800-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის ბევრმა და სხვადასხვა პროფილის ექიმმა. რასაც დღემდე ვხედავთ, არის ის რომ ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება, რაც ხელს უშლის ექიმებს და სამედიცინო სამსახურს, რომ მას მიაწოდონ სამედიცინო მომსახურება და მან მიიღოს სამედიცინო მომსახურება - რაც მთავარია." - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები