27 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ხაშურში - მოკლულია 57 წლის მამაკაცი

ხაშურში 57 წლის მამაკაცი მოკლეს.მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეზობლების თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი რაიმე კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა და მათივე თქმით, ბრალდებული მსხვერპლს დამცინავად ეპყრობოდა.

დღის ამბები