27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
მიიღებს თუ არა მაიმუნის ყვავილი ეპიდეიმიის სახეს - ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა

საქართველოში მაიმუნის ყვავილი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას "კურიერს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი უდასტურებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გარკვეული საფრთხეები რეალურია, თუმცა ახლა პანიკის საფუძველი არ არსებობს და ამ ეტაპზე, არავინ იცის, ეს დაავადება ეპიდემიის სახეს მიიღებს თუ არა. ქვეყანას მზადება უკვე დაწყებული აქვს. პროტოკოლი ყველა კლინიკას გაეგზავნა. 

"დაიგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან სამედიცინო ქსელში ცირკულარი, რომ გაძლიერდეს მეთვალყურეობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე. თუ ნახავს სამედიცინო პერსონალი არატიპურ გამონაყარს, სასურველია, რომ იქიდან სინჯი გამოიგზავნოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

შეგვიძლია დღეს ორთოპოქსვირუსის  დიაგნოსტირება და შემდგომ, ასევე, გენომის სეკვენირებით შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის მაიმუნის ყვავილის, თუ კიდევ სხვა ჯგუფი ვირუსების. ამავე დროს, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეებს ამასთან დაკავშირებით, შეკვეთილია ე.წ. სპეციფიური PCR-ებიც, რომელიც რამდენიმე საათში მოგვცემს პასუხს. სეკვენირებას რამდენიმე დღე სჭირდება და ე.წ. ვირუს-სპეციფიკურ pcr-ით 2-3 საათში გვექნება პასუხი, არის თუ არა. ჯერ არავინ არ იცის, შეუძლია მიიღოს თუ არა მან ეპიდემიის სახე. დღევანდელი მონაცემებით, ამაზე არის ჯერჯერობით, უარყოფითი პასუხი,“ - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები