27 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ნიკა გვარამია დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა

ნიკა გვარამია დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა. დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, გვარამია ციხიდან აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ითხოვს მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. 

"ნიკა გვარამია არის კარგად, მხნედ. ის უბრალოდ ძალიან დარდობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მიაჩნია, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რათა მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს. ის ასევე, ბუნებრივია, დარდობს ტელეკომპანია "მთავარ არხზე","-განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

დღესვე გვარამიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძეც შეხვდა.

დღის ამბები