27 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მეურნეობის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე დანიშნა, სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მონისტრი გიორგი სურმანიძე კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

უცნობია საკადრო გადაადგილების მიზეზი,თორნიკე რიჟვაძეს არ დაუსახელებია ვინ დაიკავებს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. მთავრობის თავმჯდომარემ საკადრო ცვლილებებზე განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

დღის ამბები