ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დეივიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ. არტისტის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მძიმე დაავადება გახდა.
დეივიდ დათუნას ყველაზე ცნობილი ნამუშევარი საქართველოში არის სათვალის ლინზებისგან დამზადებული საქართველოს დროშა, რომელიც მან 2014 წელს პრეზიდენტს აჩუქა. ასევე, ის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წელს, როდესაც ერთ-ერთ გამოფენაზე მაურიციო კატელანის 120 ათას დოლარად შეფასებული არტისტული ნამუშევარი - ბანანი შეჭამა.