27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"გამოდით პარლამენტიდან და შექმენით ალტერნატიული საკონსულატციო პარლამენტი" - შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას

შალვა ნათელაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციას პარლამენტიდან გამოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ბრიუსელში მმართველ პარტიასთან ერთად არ უნდა გაემგზავროს.

"გამოდით პარლამენტიდან, მოაწერეთ ხელი ივანიშვილის სანქციების საერთო მიმართვას და შექმენით ალტერნატიული საკონსულტაციო პარლამენტი. ეს რეჟიმის ჩამოშლას საბოლოოდ დააჩქარებს, განთავისუფლდება ქვეყანა, ხალხი და პირველ რიგში თქვენ განთავისუფლდებით იმ ვალდებულებებისგან, რომელიც როგორც ჩანს, აღებული გაქვთ ივანიშვილის რეჟიმის წინაშე," - აცხადებს ნათელაშვილი.

დღის ამბები