27 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. დღეს მთავარი მომხსენებლები, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი იქნებიან.

მეორე დღეა დელეგატები ფორუმის ფარგლებში იკრიბებიან. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქათველოს დელეგაცია იმ მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულები.

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის, ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები იყო.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

მთავრობის მეთაურმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

აღინიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.

" ეს არის 100 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანია, რომელსაც 26 მილიარდზე მეტი ბრუნვა გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელმაც ფაქტობრივად  ახლებური ციფრული  პლატფორმა შესთავაზა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით დაინტერესებულ კომპანიებს. ზოგადად ციფრული მომსახურების განვითარების კუთხით საქართველოს უკვე ძალიან დიდი პროგრესი გააჩნია, ბევრი სპეციალისტი მომზადდა, გადამზადდა და ჯიტას ფარგლებში, აიტის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება ახლაც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მათთვის საინტერესოა რომ საქართველოში ოპერაციები განავითარონ",- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა. 

დღის ამბები