27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, 49 რუსი ჯარისკაცი სასამართლოს წინაშე წარსდგება

უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის, სასამართლოს წინაშე 49 რუსი ჯარისკაცი წარსდგება.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ამჟამად 13 000 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

პროკურორი ამბობს, რომ რუსული ძალების ქმედებები მიზანმიმართულ სისასტიკეს წარმოადგენს. ვენედიქტოვას ინფორმაციით, რუსეთის დაწყებული ომის შედეგად, 4 600 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 232 ბავშვი დაიღუპა.

"ჩვენ უკვე აღძრული გვაქვს 13 000-მდე საქმე, რომელიც მხოლოდ ომის დანაშაულებს ეხება. ამ კატეგორიაში ეჭვები გამოიკვეთა დაახლოებით 49 პირზე, რომელთა წინააღმდეგაც, ომის დანაშაულების ჩადენის გამო სამართლებრივი დევნა დავიწყეთ.

ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა უპირობოდ დაუბრუნდა ძალადობის სასტიკი ომის ტაქტიკას. სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები, საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საცხოვრებელი კორპუსების ჩათვლით, ფართოდ და სისტემატურად, განზრახაა მიზანში ამოღებული.

რუსული ძალების დარღვევები, რომლებიც დოკუმენტირებულია გამომძიებლებისა და პროკურორების მიერ წარმოადგენს ენით აღუწერელ მიზანმიმართულ სისასტიკესა და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.

დღის ამბები