27 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით - დღეს, პარლამენტში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართბა

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და რა კეთდება ამ მიმართულებით - ამ შინაარსის კითხვებს დღეს ოპოზიცია მმართველ გუნდს დაუსვამს. დიალოგი საპარლამენტო დებატების ფორმატში წარიმართება.

დისკუსიის მთავარი თემა, სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი იქნება. საპარლამენტო დებატები 5 საათისთვის დაიწყება და ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ბევრი კითხვა გააჩნიათ, მათ შორის კითხვართან დაკავშირებითაც, რა საფრთხეებია მთავარი, პრიორიტეტული და როგორ უყურებს მთავრობა უმცირესობების უფლებების დაცვა.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთნი ვართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სურვილში. რაღაც კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს ოპოზიციაში, ვის უნდა კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვის არ უნდა - ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი წერილი გაიგზავნოს, სადაც ცალსახად გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრმა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები