27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ნავთობის ემბარგო ავტომატურად არ შეასუსტებს კრემლს, მზარდი ფასები მას საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც, მნიშვნელოვანია ღირებულების ზედა ზღვარზე შეთანხმება - რობერტ ჰაბეკი

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეთანხმდება,- ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ ემბარგო ავტომატურად არ შეასუსტებს კრემლს, ვინაიდან მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარზე შეთანხმება, რათა არ გადაიხადონ "ნებისმიერი ფასი".

შეგახსენებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება უნგრეთი.

"ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეთანხმდება. ემბარგოს დაწესება ავტომატურად არ შეასუსტებს კრემლს, ვინაიდან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც",  - აცხადებს გერმანიის ეკონომიკისა მინისტრი რობერტ ჰაბეკი.

დღის ამბები