27 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
როგორც ჩანს, პუტინი ცდილობს წაშალოს უკრაინული კულტურა, ანადგურებს სკოლებს, ეკლესიას, მუზეუმს, ქუჩებში უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - ბაიდენი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა ომმა, ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის სამიტზე განაცხადა.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინული კულტურის განადგურებას ცდილობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი გლობალური საკითხია. ბაიდენი სამიტზე ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად მონაწილეობს.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა, ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ და მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული და გასახლებულია. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი.

როგორც ჩანს პუტინი კულტურის გაქრობას ცდილობს, ის სამხედრო სამიზნეებსაც კი აღარ უმიზნებს, ის ანადგურებს ყველა სკოლას, ეკლესიას, მუზეუმს, ცდილობს წაშალოს უკრაინული კულტურა.

გლობალური სასურსათო კრიზისი გაუარესებულია, რადგან რუსეთი ბლოკავს უკრაინის მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს.

საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპები, საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, თუ სად ირღვევა ის",- აცხადებს 

დღის ამბები