27 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
როინ მებონიამ ცოლი მაშინ მოკლა, როდესაც ავტობუსიდან ხალხის დიდი ნაწილი ჩასული იყო - მკვლელობა, სავარაუდოდ, ავტობუსში დამონტაჟებულმა კამერამ ჩაიწერა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს ერთ საათში ოფიციალურად წარუდგენენ. უფლებადამცველმა, დაკავებული როინ მებონია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა. რატომ გაიმეტა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ?- დაცვის მხარე დეტალებზე ვერ საუბრობს და ჯერ არც პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული როინ მებონია სამართალდამცავებმა ჯერ კიდევ გუშინ გამოკითხეს, თუმცა, რა შინარსისაა მისი ჩვენება, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. 

მოკლული ქალი, 31 წლის სოფო კვარაცხელია ზუგდიდში უკვე გადაასვენეს. ოჯახის ახლობლები ბრალდებულ როინ მებონიას ფსიქიკური პრობლემების შესახებ საუბრობენ. მათი ინფორმაციით მკვლელობა მაშინ მოხდა როცა ხალხი თითქმის გასული იყო ავტობუსიდან, - დაკავებული მეუღლის წინ დაჯდა, მოულოდნელად წამოხტა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. პარალელურად, მიმდინარეობს ექსპერტიზა იმ ავტობუსში, სადაც მკვლელობა მოხდა, მუნიციპალურ ტრანსპორტში დამონტაჟებულმა კამერამ, სავარაუდოდ, ასახა მომხდარი ფაქტი.

დღის ამბები