27 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატები ტაშით დახვდნენ

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაშია - ანდჟეი დუდა უმაღლეს რადაშია, სადაც დეპუტატები ტაშით დახვდნენ. პოლონეთის პრეზიდენტი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.

ის პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაური იქნება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართავს.

უკრაინაშია პორტუგალიის პრემიერ-მინისტრიც. პორტუგალია ომში მყოფ ქვეყანას მორიგ დახმარებას უწევს და 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამის მემორანდუმს ხელი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა უკვე მოაწერეს.

დღის ამბები