27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"40 მილიარდი ჰაერიდან არ მოდის, ვალი ინფლაციას იწვევს" - რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე

კანონპროექტი უკრაინის 40 მილიარდიანი დახმარების შესახებ, სენატმა დაამტკიცა და ის უკვე ხელმოსაწერად პრეზიდენტთან არის გაგზავნილი. ზედა პალატაში, უკრაინის დახმარებას ყველა დემოკრატმა დაუჭირა მხარი.

წინააღმდეგ მიცემული 11-ივე ხმა კი რესპუბლიკური პარტიის წევრებს ეკუთვნოდათ. მათ შორის იყო რენდ პოლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ჩააგდო და ეგრეთწოდებული "MAGA"-ს რესპუბლიკელები, რომლებიც პარტიის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას არ ემხრობიან და ტრამპის დროს ისევ გაჩენილ იზოლაციონისტურ განწყობებს უჭერენ მხარს.

"როდესაც ამერიკელები სასურსათო მაღაზიაში წავლენ, პროდუქტებში უფრო მეტს გადაიხდიან. როდესაც ბენზინის ჩასასხმელთან მივლენ, საწვავში მეტი დაეხარჯებათ. იმიტომ, რომ უფასო სადილი არ არსებობს. 40 მილიარდი ჰაერიდან არ მოდის. ვალი ინფლაციას იწვევს," - განაცხადა რენდ პოლმა.

დღის ამბები