27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივ ძალისხმევას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ მრავალმხრივ ძალისხმევას.

"ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში," - აღნიშნავს დერეკ შოლე.

დღის ამბები