27 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"საერთაშორისო პარტნიორების როლი კიდევ უფრო ინსტრუმენტალური და გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება" - რა საკითხებს განიხილავს ოპოზიცია დერეკ შოლესთან

რა თემებზე ისაუბრებს ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური და მნიშვნელოვანი ხდება.

"ძ​ალიან მარტივი კატეგორიებით მინდა ვისაუბრო ყველაფერთან დაკავშირებით, რაც "ქართულ ოცნებას" ეხება. იმ ყველაფრის ფონზე [რაც ქვეყანაში მიმდინარეობს] ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი კიდევ უფრო ინსტრუმენტალური და გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის თქმით, ყურადღება ასევე გამახვილდება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, ასევე, ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მართლმსაჯულებაზე. მათი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულებაც იქნება, მათ შორის, ნიკა გვარამიას საქმე.

შეხვედრის პარალელურად იმართება საპროტესტო აქცია, ადგილზე ჟურნალისტები შეიკრიბნენ, ისინი ნიკა გვარამიას დაკავებას აპროტესტებენ, ადგილზე მიიტანეს წერილიც, რომელიც სურთ რომ დერეკ შოლეს გადასცენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მედია თავისუფლება იზღუდება.

დღის ამბები