27 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
საქართველოს განაცხადი ევროკავშირში, ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი რეფერენდუმი -  ბორელმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება

საქართველოს განაცხადი ევროკავშირში, ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი რეფერენდუმი და შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან - საქართველოსთან დაკავშირებით ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ჯოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ გაერო-ში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, თუმცა თხოვენ თბილისს მაქსიმალურად მოხდეს სანქციების აღსრულება, რათა მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს.

"მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. ადვილად შეგიძლიათ, წარმოადგინოთ, რაზე ვისაუბრეთ. სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, როგორ შეიძლება სანქციები წარმოდგენილი იყოს ზოგჯერ საქართველოს პოლიტიკურ დებატებში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ გავუზიარეთ პრემიერს შეშფოთება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

და ბოლოს, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რომ არ გვესაუბრა ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზე. შეფასება, რომელსაც კომისია მოამზადებს შემდგომ კვირებში და რაც მასთან ერთად განვიხილეთ, არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ის მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო," - განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

დღის ამბები