27 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
რუსები უკრაინელებს ცოცხლად მარხავენ - რას ჰყვება 33 წლის მამაკაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და საკუთარ საფლავს თავი დააღწია

რუსი სამხედროების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, ამას მოწმობს 33 წლის მიკოლა კულიჩენკოს საზარელ ისტორია.

უკრაინელი მამაკაცი CNN-ს უყვება, რომ ოკუპანტებმა ის ცოცხლად დამარხეს. რუსებმა მიკოლა კულიჩენკო ორ ძმასთან ერთად ჯერ დახვრიტეს, შემდეგ კი დაასაფლავეს, თუმცა ის ცოცხალი გადარჩა.

ოკუპანტები ჩერნიჰივის რაიონის ერთერთ სოფელში კილიჩენკოების ოჯახში 18 მარტს მივიდნენ, როგორც მიკოლა ჰყვება, სამივე ძმას სამი დღის განმავლობაში სარდაფში სასტიკად აწამებდნენ, შემდეგ კი თვალებახვეული და ხელფეხშეკრული მანქანით წაიყვანეს, მინდორში საფლავები გათხარეს, ძმები დააჩოქეს და დახვრიტეს, მიკოლას ტყვია ლოყაში მოხვდა და გადარჩა, თუმცა ის რუსებს გარდაცვლილი ეგონათ.

რუსმა ჯარისკაცებმა ძმების ცხედრები ორმოში ჩააგდეს, მიწა დააყარეს და ტერიტორია დატოვეს. მიკოლა ვერ აკონკრეტებს, რამდენი ხნის განმავლობაში იყო მიწის ქვეშ ცოცხლად დამარხული, ხელფეხშეკრულმა როგორღაც მოახერხა უფროსი ძმების ცხედრების ქვემოდან ამოღწევა და გადარჩენა.

ისევე, როგორც რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სხვა სამხედრო დანაშაულების შემთხვევაში, მიკოლას და მისი ძმების ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აპრილის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა ჩერნიჰივი დატოვეს.

დღის ამბები