27 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"არსებობდა ობიექტური მიზეზი, რომ ეს შეხვედრა არ გამართულიყო ჯანმრთელობის გამო, თუმცა ეს მოწმობს, რომ საქართველო ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერისა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრას მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ორივე მხარისთვის. მისივე თქმით, საქართველო ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ვიზიტი 2 ნაწილისგან შედგებოდა - ერთი იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი თვითშეფასების კითხვართან, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პრემიერს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედრა გაემართა ნატოს-ს გენერალურ მდივანთან.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ნატო-სთვის საქართველო არის ერთ-ერთი ღირებული და სანდო პარტნიორი რეგიონში.

ჩვენთვის გაუგებარია არსებული ინსინუაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა მუშაობა შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, არსებობდა იმის ობიექტური მიზეზი, რომ რაღაც მომენტში, შესაძლებელი იყო, ეს შეხვედრა არ გამართულიყო, რაც დაკავშირებული იყო ჯანმრთელობის საკითხებთან, თუმცა, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველო ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იენს სტოლტენბერგმა პირად რეზიდენციაში თავად უმასპინძლა საქართველოს პრემიერს და ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. 

დღის ამბები