27 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ხელოვნების სასახლე, სიმონ ჯანაშიასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმები დღეს სხვადასხვა გამოფენას და ექსპოზიციას მასპინძლობდნენ

საქართველოში მუზეუმის კვირეული გრძელდება - ხელოვნების სასახლე, სიმონ ჯანაშიასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმები დღეს სხვადასხვა გამოფენას და ექსპოზიციას მასპინძლობდნენ.

ხელოვნების სასახლეში სპეციალურად მუზეუმის საერთაშორისო დღისთვის საიდუმლო ოთახი გაიხსნა. ყოფილ საძინებელს სახელი სპეციალურად შეურჩიეს, სწორედ ამ ოთახში ხვდებოდნენ ერთმანეთს საიდუმლოდ აგრაფინა ჯაფარიძე და პრინცი ოლდენბურგი. საძინებლის კარი ერთი საუკუნის განმავლობაში დაკეტილი იყო.

არანაკლებ საინტერესო ექსპოზიცია შესთავაზა გარემონტებულ კორპუსში დამთვალიერებელს ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმმა, ახალ დარბაზში მუზეუმში დაცული ხატების კოლექცია გამოფინეს.

ქართველი თანამედროვე მხატვრების ფერწერული ტილოები შესთავაზა მნახველებს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმმა, სადაც დღეს ანსამბლ "მზიურის" კონცერტიც გაიმართა.

დღის ამბები