27 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
მადრიდის სამიტამდე საქართველოს პრემიერის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - ვიქტორ დოლიძე

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართულ შეხვედრას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა.

"ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ მადრიდის სამიტამდე პრემიერ-მინისტრის გენერალურ მდივანთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით ვაპირებთ გავაძლიეროთ თანამშრომლობა და საქართველო კიდევ უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ამ თვალსაზრისით.

ასევე, აღსანიშნავია და ერთგვარად, სიმბოლურიცაა, რომ ფინელებმა და შვედებმა დღეს გადასცეს გაწევრიანებაზე აპლიკაცია. უნდა ითქვას, რომ სულ 2 შეხვედრა ჰქონდა დღეს ნატოს გენერალურ მდივანს ფინელებთან და შვედებთან ამ მიზეზის გამო და მეორე - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჯანმრთელება ცოტა რთულად მიმდინარეობს და კოვიდის მერე რაღაც პერიოდი დასჭირდა.

ალბათ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან მისი თანამშრომლობის ინტენსივობა და რამდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა პირადად შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავის პირად რეზიდენციაში. ამიტომ, ნებისმიერი სხვა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღების მისაქცევი არ არის, ჩემი აზრით," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დღის ამბები