ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა ათი წლის ანა ზოიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. პატარა მხატვარმა ორი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა.
ილუსტრაციების ნახვა და ყიდვა დამთვალიერებლებს საგამოფენო სივრცეში ათი დღის განმავლობაში შეეძლებათ. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, კერძოდ, ფერიცვალების დედათა მონასტერში არსებულ ჰოსპის "ფერიცვალებას".