27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკი, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიაზე მაისურზე Z დაიწერა და კვარცხლბეკზე უკრაინელ სპორტსმენის გვერდით იდგა, 1 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კულიაკმა სიმბოლოების ტარებასთან დაკავშირებული წესები დაარღვია და ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას 2023 წლის მაისამდე ვერ შეძლებს.

დისკვალიფიკაციის გარდა, რუს სპორტსმენს მოგებული ბრინჯაოს მედლისა და საპრიზო თანხის დაბრუნებაც მოუწევს, რომელიც დაახლოებით 500 ევროს შეადგენდა. გარდა ამისა გამოძიების ჩასატარებლად გაწეული ხარჯებიც უნდა დაფაროს, რაც 1600 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

დღის ამბები