მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაადასტურა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები აღდგება და ის ფიქრობს, რომ მოდერატორი თავად პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება.
"მოლაპარაკებები აღდგება და ვფიქრობ, რომ მოდერატორი ზელენსკი იქნება," - ამბობს პოდოლიაკი.
ასევე პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს "რაიმეს გაცემას" იმისთვის, რომ "პუტინის სახე შენარჩუნდეს".
ცოტა ხნით ადრე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ რუდენკომ განაცხადა. რუდენკოს თქმით, მოლაპარაკებებიდან გასვლის ინიციატორი კიევი იყო.