27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
მოუთმენლად ველით შვედეთთან და ფინეთთან, როგორც NATO-ს ახალ მოკავშირეებთან მუშაობას და მზად ვართ გაწევრიანების პროცესში ჩვენი დახმარება შევთავაზოთ - ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შვედეთი და ფინეთი NATO-ში "რაც შეიძლება მალე" უნდა გაწევრიანდნენ. როგორც ლიზ ტრასმა განმარტა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი "მტკიცედ" დაუჭირა და დასძინა, რომ მათი "შეერთება ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს" - ინფორმაციას "სქაი ნიუსი" ავრცელებს.

"ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან, როგორც NATO-ს ახალ მოკავშირეებთან მუშაობას და მზად ვართ, მათ გაწევრიანების პროცესში ჩვენი დახმარება შევთავაზოთ. ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების დეკლარაციები, რომელთაც შვედეთთან და ფინეთთან ერთად, პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას ხელი მოეწერა, აჩვენებს ჩვენს მტკიცე და ცალსახა ერთგულებას ორივე ქვეყნის მიმართ, ამ პროცესში და მის მიღმა," - აცხადებს ლიზ ტრასი.

დღის ამბები