"აზოვსტალის" ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მოხდა - კადრები რუსულმა მედიამ რამდენი წუთის წინ გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, ეს იყო რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა.
ასევე "აზოვის" მეთაური ავრცელებს ვიდეო მიმართვას. ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ამბობს რომ, "მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს, მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას," - აცხადებენ ისინი.