27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
უკრაინაში, იზიუმთან დაღუპულ რატი შურღაიას სამშობლოში კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

უკრაინაში იზიუმთან დაღუპულ რატი შურღაიას საქართველოში კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ - 38 წლის ქართველმა მებრძოლმა, ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლების დროს კანტუზია მიიღო, რის შემდეგაც მკურნალობის კურსს გადიოდა. კიევის საავადმყოფო რატი შურღაიამ კურსის დასრულებამდე დატოვა და ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

ფრონტის ხაზზე დაბრუნების შემდეგ კი თანამებრძოლების ინფორმაციით, შურღაიას მდგომარეობა ისევ დამძიმდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

რატი შურღაია რიგით მე-11 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

დღის ამბები