27 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის დირექტორის პოსტზე, გვარამიას  ხელფასი 100 000 ლარი იყო,  2019 წლის თებერვალში კი ოჯახისთვის,  232 000 ლარად ღირებული ავტომობილი გამოიყვანა, რაშიც პირადი თანხიდან თეთრი არ გადაუხდია

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი იმ ხარჯების შესახებ წერს, რომელიც ნიკა გვარამიას ჰქონდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2"-ის დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ყოველთვიური ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა, მან, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად, პორშეს ცენტრიდან, თავისი ოჯახისთვის გამოიყვანა 232 000 ლარად ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი Porsche Macan S. რაშიც პირადი თანხიდან არცერთი თეთრი არ გადაუხდია. გვარამია მანქანის საფასურს იხდიდა "რუსთავი 2"-დან," - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე. 

როგორც ქადაგიძე წერს, ნიკა გვარამიას 7 მილიონ ლარამდე გაფლანგული ჰქონდა ტელეკომპანიიდან, არც სახელმწიფო გადასახადებს იხდიდა. ამ გზით დაუგროვა "დირექტორმა" ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 24 მილიონი ლარი. 

"მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2"-ის დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ყოველთვიური ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა, მან, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად, პორშეს ცენტრიდან, თავისი ოჯახისთვის გამოიყვანა 232 000 ლარად ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი Porsche Macan S. რაშიც პირადი თანხიდან არცერთი თეთრი არ გადაუხდია. გვარამია მანქანის საფასურს იხდიდა "რუსთავი 2“-დან. ტელეკომპანიაში განსათავსებელი სარეკლამო დროის ღირებულებიდან. 

საინტერესოა, რომ ამ პერიოდისათვის, გარდა იმისა, რომ ნიკა გვარამიას 7 მილიონ ლარამდე უკვე გაფლანგული ჰქონდა ტელეკომპანიიდან, არც სახელმწიფო გადასახადებს არ იხდიდა. ამ გზით დაუგროვა "დირექტორმა“ ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 24 მილიონი ლარი. სწორედ ამ დავალიანებით და ფაქტიურად გაკოტრებული ტელეკომპანია გადაეცა შიდა სასამართლოების და სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რუსთავი 2-ის ნამდვილ მესაკუთრედ აღიარებულ ქიბარ ხალვაშს," - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

დღის ამბები