27 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ნიკა გვარამიას დაკავება - ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონსულტაციებისთვის იკრიბებიან

ოპოზიციური პარტიის წევრები და ლიდერები კონსულტაციებისთვის იკრიბებიან. შეხვედრა ცოტა ხანში, რედისონში უნდა შედგეს და მას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია-მენეჯერებიც ესწრებიან.

განხილვის მთავარი თემა სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიას დაკავებაა. მონაწილეების განცხადებით, იმსჯელებენ მთავარი არხის დამფუძნებლის გათავისუფლების გზებზე.

შეხვედრას უნდა დაესწროს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, რომელიც ამბობს, რომ  ამბობს, რომ ბრძოლა ქუჩაში და პარლამენტში ერთდროულად უნდა წარიმართოს.

"არ არსებობს ბრძოლა ქუჩის გარეშე. მე წარმომიდგენია ბრძოლა პარლამენტშიც, კი ბატონო, მაგრამ ცოტა უფრო ძლიერი ვიდრე არის და ქუჩაში. არ გამოდიან ადამიანები? არ არის პრობლემა, იმიტომ რომ აქაც არის ჩემი აზრით, თქვენ იცით, რომ მე ბოიკოტის მომხრე ვიყავი ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ არ დაიჭირეს. ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს ბრძოლა ქუჩაში და პარლამენტში," - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და წინააღმდეგობისთვის გამოყენებული უნდა იქნას ყველა მექანიზმი.

"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და აუცილებელია პოლიტიკური რეაქცია და პოლიტიკური პასუხი. ჩვენ დღეს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა, როგორ უნდა გამოვიდეთ და კოორდინაციაში ვიყოთ ერთმანეთთან.

ყველა საშუალება, ყველა ტრიბუნა, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ წინააღმდეგობისთვის," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები