27 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. "მთავარი არხის" დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მოსამართლემ დღეს მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში სცნეს დამნაშავედ. საუბარია "პორშესა" და 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე.

დღის ამბები