27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"რუმინეთი საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია" - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში დღეს უკრაინის თემაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები იკრიბებიან - ილია დარჩიაშვილი კოლეგების ნაწილთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, აუდიენციაა დაგეგმილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბოგდან ლუსიან აურესკუს თქმით, რუმინეთი საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია.

"რუმინეთი არის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი საქართველოს გაწევრიანების შესახებ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივაში, მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალიან ბევრ საკითხში, მათ შორის არის კითხვარის საკითხი, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უკრაინა და მოლდოვა, საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, რადგან ისინი ევროპული ოჯახის წევრები არიან. უკრაინისთვის, მოლდოვისთვისა და საქართველოსთვის წევრობის სტატუსი უმნიშვნელოვანესია, ეს ჯერ ამ პროცესის დასაწყისია, ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის, ყველა ქვეყნის მსგავსად, ამ სახელმწიფოებმაც უნდა გაიარონ ეტაპები, რუმინეთი მზადაა ამ პროცესის მხარდასაჭერად. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა და მომენტი არ უნდა დაიკარგოს," - განაცხადა აურესკუმ.

დღის ამბები