15-16 მაისის ღამეს ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი ბუნებრივი მოვლენა - წითელი (სისხლიანი) სუპერმთვარის ხილვა იქნება შესაძლებელი.
2022 წელს ეს იქნება მთვარის ერთადერთი სრული დაბნელება, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე ერთმანეთს ერწყმის, ხოლო მთვარე მთლიანად დედამიწის ჩრდილშია.
როგორც კი დედამიწის ჩრდილში მოხვდება, მთვარე თანდათან ჩაბნელდება, სანამ მუქი წითელი არ გახდება.
მთვარის სრული დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და სამხრეთ-დასავლეთ ევროპიდან.