რუსეთი აგრესია ნეიტრალურ ქვეყნებს უსაფრთხოების დამატებითი ზომებისკენ უბიძგებს. შვედეთი ნატოს წევრობაზე განაცხადს 17 მაისს გააკეთებს. უახლოეს მომავალში, განაცხადს გააკეთებს ფინეთიც.
ამ ქვეყნების ლიდერებს აქვთ მოლოდინები, რომ პროცედურები მარტივად და სწრაფად წარიმართება, რადგან როგორც დემოკრატიის სტანდარტის და პოლიტიკური-ეკონომიკური თავსებადობის, ასევე სამხედრო თავსებადობის თვალსაზრისით, მათ ბარიერები არ აქვთ.
ერთადერთი, ვინც ალიანსის წევრებიდან ამ ეტაპზე გარკვეული პრეტენზიები გამოხატა, არის თურქეთი.
ნატოს მომდევნო სამიტი ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს. ამჯერად, 30 ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ესპანეთის დედაქალაქში შეიკრიბება. უსაფრთხოების ახალი სტრატეგიული კონცეფციის კონტექსტში, არ არის გამორიცხული, ალიანსის შემდგომი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება, სწორედ ამ სამიტზე მიიღონ.