27 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინაში მოსკოვის გეგმის მიხედვით არ წარიმართა და რუსეთი  თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს.

სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტ პუტინს სურდა დამარცხებული უკრაინა, ნატო-ს დაცემა, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის დაყოფა, მაგრამ უკრაინა დგას, ნატო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კი მყარად არიან გაერთიანებული.

"უსაფრთხოების გარდამტეხ მომენტში ახლა, ვიდრე ოდესმე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ გააგრძელონ თანამშრომლობა. გუშინ, ღამთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მათ შესაძლო განაცხადზე,  ინფორმაცია მინისტრებს მიაწოდეს. ეს მათი გადასაწყვეტია თუ ნატოში გაწევრიანება სურთ, ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას. ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი გზა. ფინეთი და შვედეთი ნატოს ახლო პარტნიორები არიან. თუ გადაწყვეტენ გაწევრიანებას, ეს ისტორიული მომენტი იქნება. ნატოში მათი გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. დღეს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, განიხილეს ნატოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება და ომის გრძელვადიანი გავლენა, მათ შორის ჩვენი სამომავლო პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. რუსეთის ომი არ მიმდინარეობს ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა. რუსეთი ვერ აღწევს სტრატეგიულ მიზნებს. პუტინს სურს უკრაინა იხილოს დამარცხებული, ნატო დაცემული, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა დაყოფილი, მაგრამ უკრაინა დგას, ნატო ისეთ ძლიერია, როგორც არასდრო, უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

დღის ამბები