27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
საელჩოს მხრიდან დაწყებულია ყველა პროცედურა, რათა გარდაცვლილი მებრძოლი უმოკლეს ვადაში იქნეს გადასვენებული სამშობლოში - საქართველოს კონსული უკრაინაში

კიდევ ერთი ქართველი მეომრის, 38 წლის რატი შურღაია დაღუპვა, უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა.

საკითხთან დაკავშირებით, "კურიერი" კონსულს ესაუბრა. ნანა ჩაბრავას განცხადებით, უკვე დაწყებულია პროცედურები, რათა ცხედარი საქართველოში უმოკლეს დროში გადმოასვენონ.

"გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში, ის დაიჭრა შეტაკებების დროს. მის სიცოცხლეს საფრთხედ არ ემუქრებოდა, თუმცა დადგა სამწუხარო ფაქტი და საავადმყოფოში ის გარდაიცვალა. ამჟამად იმყოფება კიევის პროზექტურაში. საქართველოს საელჩოს მხრიდან დაწყებულია უკვე ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა უმოკლეს ვადებში იქნეს გადასვენებული სამშობლოში", - განაცხადა ნანა ჩაბრავამ.
 

დღის ამბები