27 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა - კულება ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს შეხვდა. შეხვედრა ბერლინში შედგა, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ.

დმიტრო კულება მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ლიდერობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. 

"მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. შევთანხმდით, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა უკრაინული სურსათის ექსპორტირება ვუზრუნველყოთ აფრიკისა და აზიის მომხმარებლებისთვის. მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ლიდერობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ  "ტვიტერზე"

დღის ამბები