27 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და ტურიზმის აღდგენის თითქმის 70%-იანი მაჩვენებელი

პრემიერ-მინისტრმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის თითქმის 70%-იანი მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა შედეგები თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს.

ყურადღება დაეთმო ბაზარზე საწვავის ფასებს. პრემიერს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბაზრის შესწავლის შუალედური ანგარიში და სააგენტოს რეკომენდაციები წარუდგინა.

ეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე და კურორტების განვითარების გეგმაზე.

დღის ამბები