27 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
შიმშილი, წყურვილი, სიბნელე, დაჭრილებისთვის მედიკამენტების სიმცირე - "აზოვსტალს" უკვე 80 დღეა რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ

"აზოვსტალს" უკვე 80 დღეა რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ. წინააღმდეგობა კვლავ უტეხია - მარიუპოლის მცველები დანებებას არ აპირებენ, ტაქტიკას არ ცვლის რუსეთის არმიაც - ბლოკადა, გამოფიტვა და უწყვეტი იერიშები. შიმშილი, წყურვილი და სიბნელე "აზოვსტალის" მიწისქვეშეთში პირველი კატეგორიის პრობლემები არ არის, აქ ყველაზე მეტად დაჭრილებს უჭირთ.

ინფორმაცია, რომ "აზოვსტალში" რამდენიმე ასეული დაჭრილია, უკრაინის ვიცე-პრემიერმაც დაადასტურა, თუმცა ისიც თქვა, რომ მათი გამოყვანის შესახებ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მინიმუმ 60 დაჭრილის გამოყვანის და რუს ტყვეებში გაცვლის წინადადება შეთავაზებულია, თუმცა რუსები პირობებს არ თანხმდებიან.

ოფიციალური პირების გარდა, გამოსავლის მოძებნას ცდილობენ მარიუპოლის მცველების ოჯახის წევრები. მათ გუშინ დახმარებისთვის თურქეთს, დღეს კი ჩინეთს მიმართეს.

ალყის პირობებში მარიუპოლის მცველების "აზოვსტალის" ტერიტორიიდან გამოსაყვანად მხოლოდ ორი გზა არსებობს - მესამე მხარის ჩართულობით მათი ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაყვანა ან ალყის გასარღვევად უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან სამხედრო ოპერაციის ჩატარება. ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე წარმატებული სამხედრო ოპერაციის პერსპექტივა არ ჩანს.

დღის ამბები