ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში მიიჩნევს, რომ მთავარი აგრესორი სანქციების გავლენის ქვეშ მოქცევას არ აპირებს. კურტ ვოლკერის განცხადებით, მაშინ, როცა პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მას ვერანაირი სანქცია კურსიდან ვერ გადაახვევინებს.
"პუტინი არ აპირებს სანქციების გავლენის ქვეშ მოქცევას. მას თავის ისტორიული მისიის სჯერა, რუსეთის იმპერიის. მის მეგობარ ქალზე დაწესებული ან ნებისმიერი სხვა სანქცია მას კურსიდან ვერ გადაახვევინებს. ის ხედავს, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინა რუსეთის ჯარს უკან ახევინებს, ის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანსაც განიცდის, თუმცა ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ შეცვლის," - ამბობს კურტ ვოლკერი.