27 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია - ირაკლი კობახიძე არესტოვიჩის განცხადებას პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა "ფეიგინ ლაივთან" ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა. 

​არესტოვიჩის განცხადებებს გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საქართველოს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სწორი პოზიცია აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არესტოვიჩის პირველი სწორი შეფასებაა.

"ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია, ეს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში შედის," - აცხადებს კობახიძე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა ობოლაძის თქმით კი, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების კონტექსტი გასაგები უნდა იყოს.

"უნდა გვესმოდეს ის კონტექსტი უკრაინელი პოლიტიკოსები რა განცხადებებსაც აკეთებენ. ჩვენ მყარად უნდა ვუჭერდეთ უკრაინას მხარს და არაორაზროვანი უნდა იყოს ეს მხარდაჭერა,"- აცხადებს ობოლაძე. 

 

დღის ამბები