სუმის ოლქის გუბერნატორი, დმიტრო ჟივიცკი, "კურიერთან" ქალაქში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს, სადაც ოკუპანტების ჯარი აღარ დგას. გუბერნატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვითარება სტაბილურია, თითქმის ყოველდღიურად მტრის მხრიდან საჰაერო თავდასხმებს იგერიებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია სტაბილურია, ჩვენ ყოველდღიურად რუსეთის სამხედრო ძალების დარტყმებს ვიგერიებთ. ისინი ისვრიან ყველა ტიპის ჭურვს, გვიტევენ ყველა საშუალებით, იყენებენ არტილერიას. დღეს რუსული ჭურვი ჩამოაგდეს უკრაინის ერთ-ერთ დასახლებაში, სამწუხაროდ, ამ თავდასხმას სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ გავაძევეთ ჩვენი ტერიტორიებიდან ოკუპანტის ჯარები, 120 უკრაინელი სამოქალაქო პირის ცხედარი ვიპოვეთ, მათგან 17 ბავშვია, 30-ის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებთ, ისინი ნაწამები იყვნენ. მათ ესროლეს ფეხებში, ხელები შეკრული ჰქონდათ. სუმში რუსეთის 1000-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, ტანკები, შოულმფრენები გავანადგურეთ,“ - აცხადებს სუმის ოლქის გუბერნატორი, დმიტრო ჟივიცკი.