საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შუამავლობა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის და სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთთან. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანულე მაკრონი ამას ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება იმისა, რომ ვიდრე თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფრის გაკეთებას არ მოისურვებს. მაკრონს სურდა გარკვეული შედეგები მიეღო შუამავლობით, ვერ მიიღო და არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთისგან. მეჩვენება, რომ ეს არ არის კორექტული. ჩვენ მზად არ ვართ, ვინმესთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის დაკარგული დრო",-განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ