იერიშები "აზოვსტალზე" გრძელდება, უკრაინელი სამხედროები ბრძოლას განაგრძობენ. ისინი ბლოკადაში რჩებიან. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ იქ გარდაცვლილთა ცხედრებია, რომელთა დამარხვასაც "აზოველები" ვერ ახერხებენ, რამაც შესაძლოა ეპიდემია ეს გამოიწვიოს.
უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გრძელდება საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარი.
"აზოვსტალზე" საჰაერო იერიშების რაოდენობა იზრდება, და ეს ქარხნისთვის დამანგრეველია. მტრის არტილერიის, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის დახმარებით ქვეითები ცდილობენ ჩვენი პოზიციების გარღვევას.
ჩვენ ვიბრძვით რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის, ДНР-ის კოლაბორანტებისა და ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ. ამ დროისთვის სიტუაცია უკიდურესად მძიმეა,"-აცხადებს "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.