27 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
"მიზანი არა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლაა" - მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნაზე

მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" რჩება. სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები, პირველადი პასუხები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ოჯახის მთავარ მოთხოვნად მსჯავრდებულ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა რჩება. ამ მოთხოვნას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ მოცემულობაში სააკაშვილის გარემოცვის მთავარი მიზანი არა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლაა.

"ბატონი სააკაშვილი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალოს მისთვის რეკომენდირებული მკურნალობის შესრულებას. ეს ყველაფერი უდავოდ შეიძლება იქნეს გარკვეული, დასახული და შესაბამისად, მიუხედავად "ვივა მედში" გადაყვანისა, მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც საკითხი მაინც რჩება აქტუალური, უცხოეთში გაყვანასთან დაკავშირებით, ეს ცალსახად მოწმობს იმაზე, რომ მათი მიზანი არის არა ის რომ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხეების არიდება მოხდეს, არამედ მიზანი არის მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა." - აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები