27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
თუ გული გაქვთ საერთოდ, გახსენით უკრაინის შავი ზღვის პორტები - გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი პუტინს მიმართავს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, ვიდრე გლობალური კატასტროფა მოხდება, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას. მისი თქმით, პორტები მომდევნო 60 დღის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.

" მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები",- მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.

ბიზლის თქმით, თუ პორტების საკითხი არ მოგვარდება და არ გაიხსნება, უკრაინის ეკონომიკა მთლიანად დაიშლება.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.

დღის ამბები