27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
რუსეთმა კიდევ ერთი სამხედრო გემი დაკარგა

რუსეთმა კიდევ ერთი სამხედრო გემი დაკარგა. ჟურნალისტ სერგეი ვისოცკის თქმით, Project 23120 ხომალდს უკრაინული ნეპტუნი ზმეინის მახლობლად დაეჯახა.

BlackSeaNews-ის მთავარი რედაქტორი ანდრეი კლიმენკო განმარტავს, რომ უკრაინული ძალები თავს დაესხნენ ვსევოლოდ ბობროვს. გემს რაკეტის დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხომალდს სავარაუდოდ უკრაინული რაკეტა "ნეპტუნი" მოხვდა.

უკრაინელ სამხედროებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები