ამერიკულმა კომპანია "Nike" რუსულ საფეხბურთო კლუბ, მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობაs წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურ საიტზე გაავრცელა.
"კომპანიამ კლუბს შეატყობინა, რომ გუნდთან სპონსორობის ხელშეკრულება "უეფას" მიერ დაწესებული სანქციების გამო გაწყვიტა , რომლის მიხედვითაც მოსკოვის სპარტაკს მომდევნო სეზონში ევროტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. გუნდის მენეჯმენტი მუშაობს იმისათვის, რომ ახალი სპონსორი იპოვოს, რომელიც სპარტაკისთვის სათამაშო ფორმებსა და სხვა სახის ეკიპირებას დაამზადებს",- ვკითხულობთ მოსკოვის სპარტაკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კომპანია Nike გუნდის სპონსორი 2005 წლიდან იყო.