ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა "ირმის ნახტომის" ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის სურათი გამოაქვეყნეს.
ჩვენი გალაქტიკის გულში არსებული შავი ხვრელი - ცნობილი, როგორც Sagittarius A* ან Sgr A* - დედამიწიდან დაახლოებით 27 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და მას მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ათვალიერებდნენ.
გალაქტიკის ცენტრში, ერთი შეხედვით ცარიელი ადგილის ირგვლივ მოტრიალე ვარსკვლავების მოძრაობაზე დაყრდნობით მათ დაასკვნეს, რომ მისი მასა მზის მასას დაახლოებით 4 მილიონჯერ აღემატება.
ავტორი: დაჩი წურწუმია