"ნატოს" ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება - ასე უპასუხა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში ჟურნალისტის შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
კითხვას, კონკრეტულად ასეთი ფორმულირება ჰქონდა - რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით, იტყვის თუ არა ამერიკა უარს ნატოს გაფართოებაზე უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში?! კითხვას მასზე ნედ პრაისმა საკმაოდ კონკრეტული პასუხი გასცა.
"ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას.
რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატოს ღია კარი ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.